სოფლის მეურნეობა
26 ნოემბერს „აგროტურისტული ფესტივალი 2021“ გაიმართება
26 ნოემბერს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზო კავშირების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ. ფესტივალის პარტნიორები არიან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ფესტივალის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმრო და სარესტორნო სექტორსა და აგრომწარმოებლებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე ფერმერის ადგილობრივი პროდუქტები როგორიცაა ღვინო, თაფლი, ლორი, ყველი, კარტოფილი, ჩაი და ა.შ.

„აგროტურისტული ფესტივალი 2021“ გაიმართება ღია სივრცეში, ამბროლაურის მუნიციპლაიტეტის ცენტრალურ სკვერში. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შვედეთის და ავსტრიის საელჩოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი.


ღონისძიებაზე დაცული იქნება COVID-რეგულაციები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11-12 დეკემბერს გურჯაანის ტექნოპარკში „ღVINOთონი“ გაიმართა, რომლის
მიზანი იყო მეღვინეობის სექტროში გამოკვეთილი პრობლემების გადაწყვეტა
ტექნოლოგიური მეთოდით და შესაბამისი პროდუქტის შექმნა.
11-12 დეკემბერს გურჯაანის ტექნოპარკში „ღVINOთონი“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო მეღვინეობის სექტროში გამოკვეთილი პრობლემების გადაწყვეტა ტექნოლოგიური მეთოდით და შესაბამისი პროდუქტის შექმნა.
17:08 / 13.12.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, 1-ლი
აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 2.1 მლნ აშშ
დოლარის ვაშლი გავიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, 1-ლი აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 2.1 მლნ აშშ დოლარის ვაშლი გავიდა.
13:28 / 07.12.2021
1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა
თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ
69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
13:19 / 07.12.2021
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ინფორმაციით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის
ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე
შესაძლებელია ფუტკრის ნოზემატოზის კვლევა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ფუტკრის ნოზემატოზის კვლევა.
13:06 / 19.11.2021
სამართალი
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.
11:12 / 11-01-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში “ენერგო პრო ჯორჯიას" კუთვნილი ელექტროსადენები მოიპარეს.
15:25 / 10-01-2022
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულსა და საგარეჯოში  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
11:06 / 08-01-2022
ეკონომიკა
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 17.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. განცხადებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
14:55 / 10-01-2022
სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი - როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გაიზარდა. ტარიფი გაზრდილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც . ინფრომაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სემეკი ავრცელებს.
11:33 / 10-01-2022
სხვა ამბები
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.
13:22 / 14-01-2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.
15:28 / 13-01-2022
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს.
14:36 / 10-01-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
12:53 / 10-01-2022
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ, კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ, ხუთშაბათს დაადასტურა მონაცემები ქვეყნის მიერ წინა დღით რაკეტის გაშვების თაობაზე. ინფრორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი აქვეყნებს.
15:51 / 06-01-2022
10, 11 და 12 დეკემბერს ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი, კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.
13:33 / 14-12-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4908
USD
USD
1
3.0794
GBP
GBP
1
4.1791
TRY
TRY
1
0.2297
RUB
RUB
100
4.0259
ამინდი
გურჯაანი -3 / 9 °C
img
საგარეჯო -3 / 5 °C
img
დ.წყარო -5 / 3 °C
img
სიღნაღი -6 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი -3 / 10 °C
img
თელავი -2 / 8 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.