საზოგადოება
როგორ შევხვდეთ 2022-ვეფხვის წელს
ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა.მომავალი, 2022 წელი შავი (ლურჯი) ვეფხვის წელია. ვეფხვის წელი რეალურად პირვგელ თებერვალს იწყება, თუმცა ტრადიციულად, ჩვენ 31 დეკემბერს ვხვდებით ახალ წელს.

შავი წყლის ვეფხვის წელს ჩინურ კულტურაში აღწერენ, როგორც არაპროგნოზირებად, მეამბოხე, ძლიერ და ვნებიან ცხოველს. წყლის ვეფხვი სითამამით და ენერგიულობით გამოირჩევა,Მაგრამ ასევე ის შეიძლება იყოს ნაზი,გულუხვი და ჰუმანური.ის შეიძლება იყოს მოუსვენარი, ჯიუტი და ეგოისტი, ზოგჯერ აგრესიული, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი. სწორედ ამიტომ ყველაფერს უნდა ელოდოთ ამ წლისგან.

2022 წლის ბედნიერი ფერი – ნარინჯისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი გახლავთ. თუ წლის სიმბოლოს გულის მოგება გსურთ, ყურადღება ზოლიან დეტალებს მიაქციეთ. აუცილებელი არაა რომ კაბა ვეფხვის პრინტით იყოს განწყობილი. საკმარისია, ანიმალისტური მანიკური ან თემატური თმის სამაგრი. მამაკაცს კი შეგიძლიათ ზოლებიანი წინდა ან ჰალსტუხი მოირგოთ.

საახალწლო სუფრა ნატურალური დეკორით გააფორმეთ: ნაძვის ხის ცოცხალი ტოტებით, ხის ფორმებით და სანთლებით. რაც შეეხება ფერებს აქაც უპირატესობა წითელ, ნაცრისფერ ან მწვანე ფერებს მიანიჭეთ.ასტროლოგთა თქმით, ვეფხვი უპრეტენზიოა, ასე რომ, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი კერძი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვეფხვი მტაცებელია, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მაგიდაზე ხორცი აუცილებლად უნდა იყოს. ვეფხვი აფასებს მრავალფეროვნებას. უპირატესობა მიანიჭეთ არა თევზს, არამედ ხორცს.

ვეფხვი მტაცებელი ცხოველია. დიდი ცხოველების გარდა, ისეთები, როგორებიც არიან ღორი, ირემი და ა.შ., ვეფხვი პატარ-პატრა ცხოველებზე, კურდღლზე, მელაზე და ა.შ. ნადირობს. სუფრაზე ხორცეული უნდა იყოს - ღორის, კურდღლის, ქათმის, თუმცა ასევე გვირჩევენ ასტროლოგები, სუფრას არ მოვაკლოთ ხილეული, ასევე თხილეული და სხვადასხვა ბოსტნეული. ასე რომ, სუფრა შესაძლოა იყოს ძალიან მრავალფეროვანი.
მიუხედავად იმისა, სად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას, სტუმრად თუ სახლში, სახლის მორთვა აუცილებელია. მორთვის დროს უმჯობესია გავიხსენოთ ვეფხვის საყვარელი ფერები. შავი, ვეფხვის ფერი შავია, ასვე ლურჯი, წყლისფერი, თეთრი, ღია ყავისფერი, ნარინჯისფერი, მოოქროსფრო, მოვერცხლისფრო. სწორედ ეს ფერები უნდა გამოიყენოთ დეკორში...

სახლის მორთვის დროს არ უნდა დაივიწყოთ კლასიკური ატრიბუტები, მაგალითად ნაძვის ხე, გირლანდები, განათებები და აშ. დანარჩენი აქსესუარები, ტექსტილი, ბალიშები, პლედები და სხვბა ატრიბუტები უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აირჩიეთ ერთი რომელიმე სტილი, იქნება ეს პროვანსი, კლასიკური, რეტრო თუ სხვა და ამ სტილს მიჰყევით სახლის საახალწლო გაფორმებისა და ნაძვის ხის მორთვის დროს. არ დაგავიწყდეთ ასევე ვეფხვის გამოსახულებიანი თუნდაც პატარა სუვენირი. ეცადეთ, სახლი გარედანაც მორთოთ და ზღურბლიდანვე შეიქმნათ საახალწლო განწყობა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 2022 / ვეფხვის წელი /