საზოგადოება
თელავში ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო ნობათი გადაეცემათ
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მიმდინარე წელს აღარ გაიხსნება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ლუარსაბაშვილმა განუცხადა.

-„მზადდება სასურსათო კალათაც და საახალწლო საჩუქარიც. სულ 2 750 აღსაზრდელია, რომელთაც ნახევარ კილოგრამამდე შოკოლადი და ასევე 11 დასახელების პროდუქტი გადაეცემათ, როგორც რძის პრიდუქტები ასევე, ზეთი,კვერცხი, შაქარი, მაკარონი, ვერმიშელი, კარაქი.

რადგან შენობაში ვერ ვახერხებთ, გვინდა  ეზოში მაინც მოვუწყოთ ნაძვისხე და ასე გადავცეთ საჩუქრები," - აღნიშნა მან.

ია ლუარსაბაშვილის ინფორმაციით, მომავალ წელს სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად განახლდება.
| Print |
FaceBook Twitter Google