საზოგადოება
8 დეკემბერს ლაგოდეხში შშმ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

„ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, განვიხილეთ ,თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან ლაგოდეხში შშმ პირები. ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელშიც ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც აქვთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ გავაუმჯობესოთ შშმ პირთა ცხოვრება  და უფრო მეტი გავაკეთოთ  მათთვის“-ამბობს "ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" ლიდერი, დიანა ხაზარაძე
| Print |
FaceBook Twitter Google