საზოგადოება
გურჯაანში შშმ პირებს ეტლები გადასცეს
დღეს საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს ეტლები გადასცა.

რაია ბენიძის მეუღლე, ინსულტგადატანილია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეტლი მათთვის დიდი შეღავათია.
„ოთხი წელია, რაც ჩემს მეუღლეს ინსულტმა დაარტყა და დამოუკიდებლად ვერტ მოძრაობს. ამიტომ მოვითხოვეთ ეტლი. პირადად ჩემთვის ეს დიდი შეღავათია, შრომა შემიმსუბუქდება. გარდა ამისა, ავადმყოფიც ნერვიულობს, როცა ჰაერზე უნდა გასვლა და ვერ გაგვყავს. ამ ეტლით ეს პრობლემები მოგვეხსნება. ძალიან კმაყოფილი ვარ.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარის, მაია კვეზერელი -კოპაძის განმარტებით, მოთხოვნა 38 ეტლზე იყო.
„დღეს ჩამოვიტანეთ ეტლები და ყველა სტანდარტულია. სასიხარულო ეტლში ჩაჯდომა არასოდეს არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შვებაა ბენეფიციარებისთვის და მათი პატრონებისთისაც.“

ეტლების გადაცემას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც ეწსრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google