საზოგადოება
ვის გადასცემს თელავის მერია საახალწლო ნობათს
თელავის მუნიციპალიტეტის მერია 545 ბენეფიციარს საახალწლო ნობათს გადასცემს.
სასურსათო პაკეტი შემდეგი პროდუქტებისგან შედგება: ზეთი, შაქარი, გაყინული ქათამი, კანფეტი, ფქვილი, კვერცხი და შესქელებული რძე.

-"საახალწლო ნობათს 29-30 დეკემბერს დავარიგებთ.  მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორია შევარჩიეთ, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი, პირველი ჯგუფის შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობლები და სხვა,"- აღნიშნა speqtri.ge -სთან მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ.

ცნობისთვის, ტენდერი 33 662 ლარზე იყო გამოცხადებული და შპს "ილამ" 27 222 ლარად მოიგო.
| Print |
FaceBook Twitter Google