საზოგადოება
გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა [video]





ეს ვიდეო ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში 28 დეკემბერს არის გადაღებული. მაშინ ხანძრის ჩასაქრობად სახანძროს გამოძახება გახდა საჭირო.

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი,ბოლო ერთი თვის მანძილზე, უკვე მეორედ გაჩნდა. ცეცხლი შენობაში განთავსებულ მრიცხველების სადენებს წაეკიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო, თუმცა მანამდე მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია და შენობა დაწვას გადაურჩა. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" გურჯაანის სერვის ცენტრის მენეჯერმა გიორგი ყავალაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ხანძრის გაჩენის მიზეზი გამავალი სადენებია.

„გამავალი სადენები ცუდ მდგომარეობაშია , ბევრ პლიტებს რთავენ ალბათ და დიდი დატვირთვა ადგება, ამიტომ ჩნდება ხანძარი. გამავალი ხაზები რაც მიდის კარადიდან, არის ცუდ მდგომარეობაში , ბევრგან არის გადაბმები, რამაც გამოიწვია ცეცხლის გაჩენა. გამოსავალი ის არის, რომ სადენები უნდა მოწესრიგდეს. საერთოდ ეს აბონენტის პრეროგატივაა. ახლა ვათანხმებ, იქნებ ჩვენ მოგვცენ უფლება რომ შევცვალოთ სადენები. თუ უფლება ვერ მივიღეთ, წერილობით მივმართავთ აბონენტებს თავად მოაგვარონ ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალურად გავუთიშავთ დენს."

ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი წინა წლებშიც არაერთხელ გაჩენილა. აღნიშნული პრობლემა უკვე წლებია არსებობს. იმის გასარკვევად თუ ვისი პრეროგატივაა სახანძრო უსაფრთხოწბის კონტროლი შენობაში, მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. ასევე დავუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. მათ პასუხს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |
FaceBook Twitter Google