საზოგადოება
რატომ ვერ განახლდა სააღმზრდელო პროცესი საგარეჯოს ბაღებში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ ბოსტნეულზე გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩავარდა. ამის შესახებ speqtri.ge- გაერთიანების ხელმძღვანელმა, ელზა გილაშვილმა განუცხადა.

- "ბოსტნეულზე გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაგვივარდა, ვიდრე გამარტივებული წესით შესყიდვას მოვახერხებდით, დაგვიანდა. ვცდილობდით, საკვები ტენდერით შემოგვეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ტენდერი 109 000 ლარზე იყო გამოცხადებული. ხვალ ან ზეგ შემოიტანენ პროდუქციას,"- გვითხრა გილაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, საგარეჯოს ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 თებერვალს განახლდება. 
| Print |
FaceBook Twitter Google