საზოგადოება
გურჯაანის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს ამ წლიდან გადაიხდის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღო. ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარია. განსხვავებულ თანხას გადაიხდიან იურიდიული პირები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით,  დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა საკრებულოს 2015 წლის დადგენილებით არის განსაზღვრული.

„გურჯაანში, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისთვის სააბონენტო სისტემა ამოქმედდა და აბონენტები მიმდინარე დავალიანებების შესახებ შეტყობინებას ყოველთვიურად მიიღებენ. დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, №23 დადგენილებით არის განსაზღვრული, Რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარს (არა უმეტეს 2 ლარი) შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების მიხედვით გაანგარიშდება,“ - განმარტავენ მერიაში.


მათივე ინფორმაციით, დადგენილების მიუხედავად, ფიზიკური პირები იურიდიული პირებისგან განსხვავებით დასუფთავების გადასახადს ამ დრომდე არ იხდიდნენ. იურიდიულ პირებს მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ.


| Print |
FaceBook Twitter Google