რთული ეპიდვითარების გამო, თელავის მუნიციპალოტეტის მასშტაბით ყველა
საბავშვო ბაღი დაიხურა. ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაღების
გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ლუარსაბიშვილმა განუცხადა.
" 17 იანვრიდან დავიწყეთ სწავლა, პირველ კვირას მეტ-ნაკლებად
ვაკონტროლებდით ეპიდსიტუაციას, 24-დან დაიწყო წერტილოვნად თუ მასიურად
ბაღების დაკეტვა, 31 იანვრისთვის უკვე 18 ბაღი იყო დახურული მთლიანად,
საღამოს კიდევ 4 მიემატა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ჯანდაცვის
სამსახურთან კოორდინაციით, მიიღო დახურვის გადაწყვეტილება. როგორც კი
მედიკოსები მოგვცემენ ნებართვას, ბაღები გაიხსნება.
არ მგონია ერთ თვეზე მეტს გაგრძელდეს, სავარაუდოდ, პირველი მარტიდან
განახლდება სააღმზრდელო პროცესი,"-განაცხადა ია ლუარსაბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თებერვალში ყველა აღსაზრდელს 11 პროდუქტისაგან
შემდგარი სასურსათო კალათები გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები