ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო,
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთის
მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე შეზღუდვები გუშინ დაწესდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის
ავტოტრანსპორტისთვის იყო ნებადართული.
მასალის გამოყენების პირობები