საზოგადოება
გომბორის გზაზე შეზღუდვა მოიხსნა
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


ცნობისთვის, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე შეზღუდვები გუშინ დაწესდა.  აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის  ავტოტრანსპორტისთვის იყო ნებადართული.
| Print |
FaceBook Twitter Google