საზოგადოება
სკოლებსა და ბაღებში დროშების აღმართვა სავალდებულო ხდება
პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სახელმწიფო დროშების აღმართვა სავალდებულო გახდება.

კანონპროექტის შედეგად სავალდებულო იქნება სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. ასევე, კანონპროექტის საფუძველზე სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / დროშა / სკოლა /