საზოგადოება
რატომ არ დახვდათ საქართველოს ბანკში დღეს მისულ მომხმარებლებს სანიტაიზერები
დღეს გურჯაანში არაერთ საზოგადოებრივ ობიექტზე დაფიქსირდა კოვიდ-რეგულაციის დარღვევა. კერძოდ, რამდენიმე ბანკში მისულ მოქალაქეებს დღეს სანიტაიზერები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები არ დახვდათ.

Speqtri.ge დაუკავშირდა გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. ეპოდემიოლოგმა, ლალი ბაცანაძემ განაცხადა, რომ კოვიდ-რეგულაციების, მათ შორის, ობიექტებზე სანიტაიზერებისა და სადეზინფექციო ხსნარის არსებობა, კვლავ სავალდებულოა და კანონში ამ ეტაპზე არავითარი ცვლილება არ შესულა.

მდგომარეობის უკეთესად შესწავლისთვის ნონეშვილის გამზირზე ბდებარე ბანკებს ვეწვიეთ.

ნონეშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში მომხმარებლებს დილიდან არ დახვდათ სადეზინფექციო ხსნარი. ბანკის თანამშრომლები პირად საუბარში ამბობენ, რომ სანიტაიზერები დაზიანების გამო მოიხსნა და ეს მხოლოდ დროის პრობლემაა, თუმცა ფილიალში სანიტაიზერები მუდმივად არის.

მსგავსი პრობლემა თიბისი ბანკის ფილიალშიცაა. მართალია, ბანკში არის ხელის სადეზინფექციო ხსნარი, თუმცა მისი გამოყენება შესაბამისად ვერ ხდება. მაგალითად, ხსნარი თავღია ბოთლშია ჩასხმული და მომსახურე პერსონალის გარეშე მისი გამოყენება შეუძლებელია.

დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ლიბერთი ბანკის, ვითიბი ბანკისა და კომპანია ემ-ბი-სის ფილიალებში.

აღსანიშნავია, რომ სანიტაიზერების პრობლემა გურჯაანის მთელ რიგ საჯარო ობიექტებშიც არის.
| Print |
FaceBook Twitter Google