საზოგადოება
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში საჰაერო გზით ჩასვლა შეუძლიათ
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ცვლილებები შეიტანა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებების“ შესახებ დადგენილებაში.

ცვლილების შესაბამისად საქართველოსა და კიდევ თექვსმეტი სახელმწიფოს მოქალაქეებს დღეიდან უფლება აქვთ აზერბაიჯანში საჰაერო გზით შევიდნენ.

სიაში 17 ქვეყანაა: ალბანეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, კოლუმბია, მოლდოვა, უზბეკეთი, პაკისტანი, პერუ, ტაჯიკეთი, ტაილანდი, ტუნისი, თურქმენი და ვენესუელა.

აზერბაიჯანში სტუმრობა შეუძლიათ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, ამ ქვეყნებში ბინადრობის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

მანამდე აზერბაიჯანმა საჰაერო ტრანსპორტისთვის გზა გაუხსნა ბელარუსს, რუმინეთს, იორდანიას, კვიპროსსა და უკრაინას.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბეჭდური ცნობა ფრენამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული.

ცნობისთვის, აზებაიჯანმა საზღვრები 2020 წლის აპრილში ჩაკეტა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
| Print |
FaceBook Twitter Google