საზოგადოება
ევროკავშირის ელჩი კახეთში რეგიონული განვითარების პროექტებს მოინახულებს
21-22 თებერვალს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეჯოს, სიღნაღის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, კარლ ჰარცელი, კახეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს.

დღეს, ელჩი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) პროექტებს ეწვევა, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა. კარლ ჰარცელი და მზია გიორგობიანი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდებიან, ასევე მოინახულებენ ადგილობრივ საწარმოებს. დღის ბოლოს კი, ელჩი და მინისტრის მოადგილე გურჯაანის ტექნოპარკში ბიზნესისთვის არსებულ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.


22 თებერვალს კი, კარლ ჰარცელი ვიზიტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გააგრძელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google