საზოგადოება
ლუგანსკში თბოელექტროსადგური დაზიანდა
ლუგანსკის ერთადერთი თბოელექტროსადგური, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა ლუგანსკის ტერიტორიაზე დაზიანებულია. ქალაქი სჩასტიე დენისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინული მედია „ukrinform”-ი ავრცელებს.

„ukrinform”-ის თქმით, ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გაიდაიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.

„დაზიანებულია ყველა გამავალი ელექტროგადამცემი, რომელიც ლუგანსკის თბოელექტროსადგურს უკავშირდება. სადგური გაჩერებულია!“,-ნათქვამია განცხადებაში.

დაზარალებულია აგრეთვე ვრუბოვკის დასახლება. ხალხს არ აქვს წვდომა ელექტროენერგიასთან და ბუნებრივ აირთან.

„ვრუბოვკა ელექტროენერგიისა და გაზის გარეშეა. ხალხი ბომბის თავშესაფრებშია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. დაზიანებულია აგრეთვე გაზგაყვანილობა-200 მომხმარებელი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. წვდომა აღდგენისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს. სროლა არ წყდება. ხალხი კომუნიკაციის გარეშეა“,-ამბობს გაიდაი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები კომუნიკაციის აღსადგენად, თუმცა სროლა ხელს უშლის ამ ყველაფრის სწრაფად გაკეთებას.
| Print |
FaceBook Twitter Google