საზოგადოება
ახალგაზრდული საბჭო უკრაინაში ჰუმანიტარულ რესურსს გაგზავნის
ქალაქ გურჯაანში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდულო საბჭო“ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას ამ კვირაში გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას, ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტი, ელენა მინდორაშვილი გვაწვდის.

მისი თქმით, საბჭოს წევრები ჰუმანიტარულ რესურსს აგროვებენ უკრაინელების დასახმარებლად.

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს უკრაინელების დახმარებაში, ერთგვარ სამოქალაქო მოვალეობად მიგვაჩნია და გაგვიხარდება თუ ჩვენი პატარა აქციით უკრაინელებს გავახარებთ“,-გვეუბნება ელენა მინდორაშვილი.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. ამ ეტაპზე, გროვდება საკვები და ტანსაცმელი. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ საკვები არ უნდა იყოს რუსეთის ან ბელორუსიის წარმოების.

„ყველა ადამიანს მოვუწოდებთ, ვისაც რით შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინელებს!

ჰუმანიტარული რესურსის მიტანა შეგიძლიათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 2 მარტის(ოთხშაბათის) ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტი არ იყოს რუსეთის ან ბელორუსიის წარმოების.

ამასთან, სურვილის შემთხვევაში, გასატანებელ ტვირთს შეგიძლიათ დაურთოთ პატარა წერილი, რომელითაც გაამხნევებთ და მხარს დაუჭერთ უკრაინელებს.“,-ამბობს ელენა მინდორაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google