საზოგადოება
"ისე ჩაეთხლიშეთ იამაში, ვერავინ ამოგათრიოთ" - მოქალაქე მერიის მიერ მანქანის შეძენაზე
speqtri.ge-ს მიერ მომზადებულ მასალას თელავის მერიის მიერ მანქანების შეძენის შესახებ, სოციალურ ქსელში იუმორისტული შეფსებები მოჰყვა.
მოქალაქეების ნაწილი მერს ურჩევს ჯერ დაზიანებული გზები მოაწერიგოს და შემდეგ მანქანების შეძენაზე იფიქროს. 

"ისეთი გზებია, დაგეშლებოდათ ნამდვილად. მთელი გულით გისურვებთ ყველაზე დიდ იამაში ისე ჩაეთხლიშოთ, ვერავინ ამოგათრიოთ მაქედან,"- წერს თაკო ელიზბარაშვილი.

მოქალაქე ლალი ლეგაშვილი სთავაზობს, 1000 დოლარად  მისი მაზდა შეიძინოს და "უფრო იაფი დაუჯდება."

მერს ფულის აგროვებასაც სთავზობენ, თუკი მანქანების შესაძენად თანხა არ ეყოფა. 

"მშვიდობის ქუჩის გარდა, არსად არ იაროთ, რომ მალე დაგეშალოთ."- წერს გვანცა ყვარელაშვილი.

"ჩემიც რომ ცუდ მდგოამრეობაშია, მე ვინ მიყიდის?"- კითხულობს ანა.

ცნობისთვის, თელავის მერია 255 000 ლარად ხუთ ახალ მანქანას ყიდულობს.



| Print |
FaceBook Twitter Google