საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უკრაინის დასახმარებლად აქცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ უტიაშვილის განმარტებით, აქციაში აქტიურადაა ჩართული მოსახლეობა, ასევე მეწარმეები და მერიის თანამშრომლები.

„უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის ჯერ შეგროვების და შემდეგ გადაცემის ორგანიზება, ფაქტობრივად, ორი დღეა, რაც დავიწყეთ. გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ იცოდეს რას ვაკეთებთ და სად ვაგზავნით ამ ყველაფერს. ამის გარდა ბიუჯეტიდან გამოიყო 10 ათასი ლარი, რომლითაც შევიძენთ საკვებს და ბინტს. არის შემოწირულობები, ჩვენ თვითონაც ვაგროვებთ თანხას, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში. საკვები და ტანსაცმელი გროვდება ააიპ-ებშიც. აქტიურად ჩაერთვნენ გურჯაანელი მეწარმეებიც. შემოწირულობების შეგროვება კიდევ ორ დღეს გაგრძელდება და ამის შემდეგ დანიშნულების ადგილას გავუშვებთ.“

მისივე თქმით, აქცია საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google