საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ
4 მარტს საქართველოში შეიქმნა პეტიცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვენ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სასწრაფოდ შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მხოლოდ პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მოქალაქეების შემოშვება მოხდება საქართველოში.ასევე, დაწესდეს კონკრეტული ვადა, რა პერიოდითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქის საქართველოში გაჩერება (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე). მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის მოქალაქეებს ბანკომატებიდან გამოაქვთ დოლარი და მიაქვთ უკან თავიანთ ოჯახებში. შედეგად სუსტდება ეროვნული ვალუტა.რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით, 2014 წელს პუტინმა მოახდინა ყირიმის ანექსია. იგივე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას.მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა.დანარჩენების მიღება საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები“.- აღნიშნულია პეტიციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google