საზოგადოება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზიანს ითვლიან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შემდეგად სახლების სახურავები დაზიანდა. სოფელ უდაბნოში სიტუაციის შესასწავლად იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი და მისი პირველი მოადგილე ემზარ კუჭუაშვილი.

როგორც მერიის პრსასამსახურში speqtri.ge-ს განუცხადეს, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა და შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ქარი იყო სოფელ იორმუღანლოშიც. წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ხე არის წაქცეული.
როგორც პრესასამსხურში ამბობენ, მერიის წარმომადგენლები სიტუაციას შესასწავლად ადგილზე სავარაუდოდ დღეს ჩავლენ.




ფოტო: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია

| Print |
FaceBook Twitter Google