საზოგადოება
ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა-ლევან დავითაშვილი
ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, ინფორმაცია მთავრობას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიაწოდა.

„რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ანუ ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა

| Print |
FaceBook Twitter Google