საზოგადოება
გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს - ბიძინა კულუმბეგოვი
გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა თავის Facebook- გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ, თუმცა ჯარიმა არ უნდა არსებობდეს.
"თუ სურვილი აქვს ვინმეს არ დავუშალოთ 10 ცალი ერთად ატაროს, მაგრამ ჯარიმა თუ არ ატარებს, არ უნდა არსებობდეს", - წერს კულუმბეგოვი.

| Print |
FaceBook Twitter Google