საზოგადოება
ჩალაუბანში ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გუშინ მომხდარი ავარიისას დაშავებილი კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ხელმძევანელმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, მათთან ავარიისას  დაშავებული  ერთი პაციენტი მკურნალობს.

-"გუშინ 5 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენთან. 2-ს აღმოვუჩინეთ ამბულატორიული დახმარება და გავწერეთ ბინაზე, ერთი რეანიმაციაში მოვათავსეთ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მრავლობითი მოტეხილობები და ჭრილობები აქვს. ერთი გოგონა თბილისელი იყო და ოჯახმა სამკურნალოდ იქ გადაიყვანა, ტვინის შერყევა ჰქონდა, ერთი პაციენტი კი დაიღუპა,"-განაცხადა გელა ორველაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანთან, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
| Print |
FaceBook Twitter Google