საზოგადოება
სიღნაღის მერი ერისიმედის, ხორნაბუჯისა და ყარაღაჯის მოსახლეობას შეხვდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი, მალზახ ბეგიაშვილი, ამჯერად საზღვრისპირა სოფელ ერისიმედს, ხორნაბუჯსა და ყარაღაჯს ესტუმრა.

„შეხვედრებზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი გამოიყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას, “ - აღნიშნავენ მერიაში.

[R]


| Print |
FaceBook Twitter Google