საზოგადოება
გომბორის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები მოქმედებს.
როგორც speqtri.ge- ს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაა დაშვებული.

"გუშინ  საღამოს 9 საათიდან გადაუღებლად თოვს. მაქსიმალურად ვმუშაობთ, სამი ბულდოზერია ადგილზე, გრეიდერი, მარილს ვყრით. მაღალი გამავლობის მანქანებისთვის დასაშვებია მოძრაობა, დაბალი გამავლობის მანქანებისთვის კი - აკრძალული"-აღნიშნა თამაზ აბდულაშვილმა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
| Print |
FaceBook Twitter Google