საზოგადოება
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ამსტერდამში მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო
ამსტერდამში არსებული რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო. ეს დასავლური ეკლესიის პირველი განხეთქილებაა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინული ტელეარხი „დომ“-ი თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

„სასულიერო პირებმა ერთხმად განაცხადეს, რომ შეუძლებელია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში ფუნქციონირება და ჩვენი მორწმუნეებისთვის სულიერად უსაფრთხო გარემოს შექმნა“, - ნათქვამია სასულიერო პირების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google