საზოგადოება
თელავში LC Waikiki პირველ მაღაზიას გახსნის
LC Waikiki აპრილის დასაწყისში თელავში პირველ მაღაზიას გახსნის. როგორც კომპანიის საქართველო-სომხეთის დირექტორმა გიორგი დალალიშვილმა განაცხადა, მაღაზია 30 ადამიანს დაასაქმებს.
“ჯამური ინვესტიცია 1,5 მლნ ლარზე მეტია.ეს საქართველოში ჩვენი რიგით მეთოთხმეტე მაღაზია იქნება. შედეგად, კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 606 ადამიანი ეყოლება დასაქმებული", - განმარტავს დალალიშვილი bm.ge-სთან.

კომპანია ამ დროისთვის, თბილისში ცხრა მაღაზიას, ბათუმში ორს, ქუთაისსა და რუსთავში კი თითო-თითო მაღაზიას ფლობს.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო ადგილობრივ ბაზარზე ფასების გაძვირების საკითხს, გიორგი დალალიშვილი აღნიშნავს, რომ LC Waikiki ფასების ცვლილებას არ აპირებს.


| Print |
FaceBook Twitter Google