საზოგადოება
ბელარუსიის მოქალაქეები რუსულ მატარებლებს თავს ესხმიან
ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, უფროსი მრჩევლის განცხადებით ბელაუსიის მოქალაქეები რუსულ მატარებლებს თავს ესხმიან და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ.

„ბელარუსი პარტიზანების მიწაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ აღჭურვილობას და ბელარუს ჯარისკაცებს (ომის შესახებ) ბროშურებს ურიგებენ, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება“, – წერს ვიაჩორკა ტვიტერით გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ რომ რუსეთს ტანკები და სხვა საბრძოლო ტექნიკა უკრაინაში ბელარუსიის გავლითაც შეჰყავს, რაც შეეხება ტიხანოვსკაიას, მან კიევი 2020 წელს ჩატარებული არასამართლიანი არჩევნების შემდეგ დატოვა, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ოპოზიციონერების მასობრივი დევნა დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google