საზოგადოება
როდის გადაიხდით დასუფთავების გადასახადს, თუ გურჯაანში ცხოვრობთ და შეტყობინება ჯერ არ მოგსვლიათ
იავრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ნაგვის გადასახადს იხდის, თუმცა ბაზა ჯერ დასახვეწია. მოქალაქეების ნაწილს გადასახადის შესახებ შეტყობინება ამ დრომდე არ მისვლია და შესაბამისად, არც თახნას იხდის.
როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს მოქალაქეები, როგორ უნდა გადაიხადონ გადასახადი? - ამ და სხვა საკითხებზე speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ხატია ზაკალაშვილი ესაუბრება.

როდის დაწესდა დასუფთვების გადასახადი?

ნაგვის გადასახადი დაწესებული იყო 2015 წელს საკრებულოს დადგენილებით, თუმცა მოსახლეობა არ იხდიდა, აბონენტების ნომრები არ არსებობდა და ზოგს ინფორმაციაც არ ჰქონდა, რომ ხაზინაზე უნდა შემოეტანა თანხა. იურიდიული პირები კი რიცხავდნენ, მათთან ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული. ახალი წლიდან ამოქმედდა სააბონენტო სისტემა და მოსახლეობას სხვა კომუნალური გადახდების მსგავსად, მიენიჭა აბონენტის ნომრები. გამგებლის წარმომადგენლებმა კარდაკარის პრინციპით აღწერეს მოსახლეობა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად არის ჩაწერილი. სად ცხოვრობს და ნარჩენი სადაც წარმოიქმნება, ამის მიხედვით გადაიხდიან. ოჯახიდან ერთ წარმომადგენელს მისდის მესიჯი, რამდენია დავალიანება.

რამდენია დასუფთავების გადასახადი?

ფიზიკური პირებისთვის ერთ სულზე 50 თეთრი, არაუმეტეს 2 ლარისა. დავუშვათ ოჯახში რვა წევრია, მაინც 2 ლარს გადაიხდიან.  იურიდიული პირებისთვის მათი საქმიანობიდან გამომდინარე, თანხა განსხვავებულია. ზოგს კვადრატულობით ეთვლება,ზოგს წარმოქმნილი ნარჩენის მიხედცვით, სასტუმროებს საწოლების მიხედვით და ა.შ.

სოციალურად დაუცველები თუ იხდიან ამ გადასახადს?

სოციალურად დაუცველებისთვის სხვა ტარიფია. მათ განცხადებით უნდა მომართონ მერიას და თან დაურთონ ქულების ამონაწერი სოცილაური სააგენტოდან. 50 თეთრის ნაცვლად ისინი 30 თეთრს გადაიხდიან.

როგორ უნდა გადავიხადოთ დასუფთავების გადასახადი?

ჩვეულებრივ, როგორც დენს და გაზს ვიხდით სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ან ბანკიდან. ინტერნეტ ბანკის მეშვეობითაც ხდება გადახდა. ნებისმიერი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გადაიხდიან, ცოტა ხანში ლიბერთის ინტეგრირებასაც ვაპირებთ, რადგან მოსახლეობისგან წამოვიდა მოთხოვნა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეხვალთ კომუნალურ გადახდებში, გადახვალთ დასუფთავებაზე და იქ "გურჯაანის დასუფთავებას" გიჩვენებთ, აბონენტის ნომერს ჩაწერთ და გამოჩნდება, რამდენია გადასახადი. 

მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ არ მისვლია შეტყობინება, ისინი როდიდან დაიწყებენ თანხის გადახდას, ათვლა იანვირდან მოხდება, თუ როცა შეტყობინება მიუვათ?

ბაზა ჯერ არ არის დახვეწილი. ზოგი ტელეფონის ნომერი არასწორად არის მითითებული. სანამ დაიხვეწება და გასწორდება შეცდომა, თუკი ვინმე გამორჩენილია, როცა მესიჯი მიუვა, იმ თვიდან დაიწყებს გადახდას.

თუკი მოსახლეობა ამ ხნის მანძილზე არ იხდიდა დასუფთავების გადასახადს, ახლა რამ გამოიწვია ამის საჭიროება?

დასუფთავების ა(ა)იპ-ს სუბსიდურებას კი ვუკეთებთ, მაგრამ მოთხოვნაა ნაგვის ურნებზე. გურჯაანში ნაგავსაყრელი არ არის, ნაგავი თელავში მიგვაქვს, ხან წნორში, ხან საგარეჯოში. გადასახადი საჭიროა იმიტომ, რომ ყოველდღე იაროს ნაგვის მანქანამ. შემოსავალი რაც იქნება, სადაც საჭიროა ბუნკერები განთავსდება, მომსახურე პერსოალი დაემატება, ისევ მომსახურების გაუმჯობესებისთვის კეთდება ეს ყველაფერი. 

თუკი, დასუფთავების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი შეკთხვები, შეგიძლიათ დარეკოთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე -  599 46 66 61.
| Print |
FaceBook Twitter Google