საზოგადოება
ტექნოპარკი ახალ სამეწარმეო პროექტს გეგმავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 13 აპრილს, 11:00 საათზე, გურჯაანის ტექნოპარკში იგეგმება შეხვედრა "ჟუნიორ Aცჰიევემენტ საქართველოს", სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შორის .
"პირველ ეტაპზე მათ წარვუდგენთ პროექტს:"სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა ევროპასა და ევრაზიაში" და გავაცნობთ დეტალებს არჩევითი საგნის "მეწარმეობის საფუძვლების" შესახებ. აღნიშნული პროგრამა სკოლებსა და მოსწავლეებს დაეხმარებათ იმაში, რომ განივითარონ მეწარმეობის უნარები და მომავალში თვითონ გახდნენ დამსაქმებლები და არა დასაქმებულები." - აღნიშნა სპექტრი.გე-სთან საუბარში ტექნოპარკის მენეჯერმა, ელენე გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ეტაპზე დაიწყება კლუბების ჩამოყალიბება, გურჯაანის ტექნოპარკთან ერთად და აქტიურად მოხდება დამატებითი შეხვედრების ორგანიზება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტექნოპარკი /