საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეფორმა კახეთის მოსახლეობას გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების მონახულებას.

დღეს კახეთში მიმდინარე პროექტების მონახულებისას ირაკლი ღარიბაშვილმა „მიწის სისტემური რეფორმის“ პრეზენტაცია ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინა.

“თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ რეფორმას, მიწის სისტემურ რეგისტრაციას. 1 200 000 ჰექტარი მიწა უნდა დარეგისტრირდეს ამ სამ წელიწადში.

ეს არის მასშტაბური სამუშაო, რომელიც არ ჩატარებულა მანამდე. რეფორმა არაერთხელ ჩატარდა, მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილ, მას შემდეგ რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ამიტომ ეს პროცესი დავიწყეთ და გადავწყვიტეთ, რომ დავასრულოთ სამ წელიწადში.

2024 წლის ბოლოს ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი, დარეგისტრიტებული, იქნება გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარში.
| Print |
FaceBook Twitter Google