საზოგადოება
გურჯაანში ძლიერმა წვიმამ შენობა დააზიანა
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე არსებული შენობა ძლიერმა წვიმამ დააზიანა. შენობის მეორე და მესამე სართულზე დაზიანებულია რამდენიმე სამუშაო ოთახი.

მესამე სართულზე ჩამოსულმა წყალმა, შენობის მეორე სართულზე არსებული ჭადრაკის კლუბიც დააზიანა.

როგორც ფართით მოსარგებლეები Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, მცირე წვიმების დროსაც, გარკვეულ ოთახებში წყალი კედლებს აზიანებდა.

ჩვენი ინფორმაციით საკითხის შესასწავლად ამ დრომდე არავინ მისულა.

ცნობისთვის, ამ შენობის სახურავი რამდენიმე წლის წინ გამოცვალეს.
| Print |
FaceBook Twitter Google