საზოგადოება
გურჯაანს მსოფლიო ომის მხოლოდ ერთი ვეტერანიღა შემორჩა
რამდენიმე დღეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღიშნება. გურჯაანის მუნიციპალიტეტს მსოფლიო ომის მხოლოდ ერთი ვეტერანიღა შემორჩა.
მარიამ ბეჟიაშვილი სოფელ ჭანდარში ცხოვრობს და ამ ზაფხულს 100 წლის გახდება.

როგორც speqtri.ge-ს მერიაში განუცხადეს, ადგილობრივი თვითმმართველობა 500 ლარს გადასცემს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 1000 ლარს ჩაურიცხავენ.                                   

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.


| Print |
FaceBook Twitter Google