საზოგადოება
ადიდებულმა მდინარე ილტომ ახმეტაში სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა [Photo]
გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია. მერიის ინფორმაციით, მდინარე ილტომ სოფელ ნადუქნართან სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ახმეტის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.

„ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ინფრასტრუქტურის აღსადგენად წყალმომარაგების კომპანიისა და ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები მუშაობდნენ.“ - აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოები დღეს დილიდან განახლდება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი მოსახლეობისათვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება.







| Print |
FaceBook Twitter Google