საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხში სახლები დაიტბორა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანსა და გიორგეთში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა ჭარბმა ნალექმა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დატბორა. - ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკა, ამ ეტაპისათვის, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის გაწმედა და წყლის ამოტუბვის სამუშაოები.“ - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, პირველადი სამუშაოები დღის ბილოსთვის დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google