საზოგადოება
კურორტი "ახტალა" დამსვენებლებს 16 მაისიდან მიიღებს
გურჯაანში მდებარე კურორტი "ახტალა" დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არის. ამის შესახებ speqri.ge-ს დირექტრმა გოგა უტიაშვილა განუცხადა.
-"დამსვენებლებს ორშაბათიდან, 16 მაისიდან მივიღებთ. შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და მოწერიგდა საძილე ოთახები, კურორტის ტერიტორიიდანვე  გამოვიყვანეთ წყაროს წყალი, ეს წყალი იქნება სამზარეულოშიც და სააბაზანოშიც.  ამ დროისთვის 12 ჯავშანი გვაქვს და ველოდებით, რომ თანდათანობით მოიმატებს. აბსოლუტურად ყველაფერი სრულ მზადყოფნაშია,"- აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, ბალნეოლოგიური კურორტი "ახტალა" 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა "ახტალაზე" 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს. ამასთან ერთად, ინვესტორმა არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

როგორც გოგა უტიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს განახლდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახტალა / კურორტი /