საზოგადოება
თელავში კონკურსის - „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა [Photo]
წელს, უკვე მეოთხედ, კახეთს სუფთა რეგიონის სტატუსი მიენიჭა. კონკურსი „სუფთა რეგიონი“, პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა.
დღეს კი, თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“ მხარდაჭერით, „სუფთა რეგიონის“ აღნიშვნის მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.

რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში არსებული დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლებს ირაკლი შიოშვილმა და კახეთის მუნიციპალიტეტების მერებმა „სუფთა რეგიონის“ ეს წარმატება პირადად მიულოცეს, წარმომადგენლებს მადლობის სიგელები, ხოლო მეეზოვე ქალბატონებს თაიგულები გადასცეს.

„ქ. თბილისში, „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე მე პირობა დავდე, რომ ამ ჯილდოს თქვენთან ერთად გავიზიარებდი, რადგან თითოეული თქვენგანის დამსახურებაა კახეთისთვის „სუფთა რეგიონის“ სტატუსის მინიჭება ზედიზედ მეოთხედ. ეს ჯილდო ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენს რეგიონში ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნაზე.

მოდის ტურისტული სეზონი და კახეთი მოწოდების სიმაღლეზე დახვდება რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს. სუფთა რეგიონის სტატუსი კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ რეგიონი ყოველწლიურად კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი გავხადოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მეეზოვეს, რომელიც ჩვენი რეგიონის სისუფთავის შენარჩუნებისთვის ერთგულად ასრულებს თავის საქმეს "- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

გარდა სუფთა რეგიონის სტატუსისა, კახეთი კიდევ ორ ნომინაციაშია გამარჯვებული. „სუფთა ქალაქის“ ტიტული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა, ხოლო ნომინაციაში, „სუფთა ქუჩა“ ახმეტის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა.

























| Print |
FaceBook Twitter Google