საზოგადოება
დიასპორის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.
წელს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე.

ოფიციალური ნაწილი მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა.

ასევე ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

"მნიშვნელოვანია დიასპორის როგორც ერთიანი სხეულის ორგანიზებულობა, რისთვისაც ბოლო პერიოდში სახელწმიფომ და დიასპორამ ერთობლივად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. სიმბოლურია და ბუნებრივიც რომ ქართული დიასპორის დღე 27 მაისს დამოუიკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას. ჩემთვის დიდი პატივია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე რომლის ყოველწლიურად აღნიშვნაც უკვე სასიამოვნო ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ დავუბრუნდით ჩვეულ რიტმს და მოგვეცა საშუალება, ეს დღე ქართული დიასპორის წარმომადგნენლებთან ერთად პირისპირ შეხვედრით გავმართოთ.

დღევანდელი ჩვენი ფორუმის სახელწოდება და რაც მთავარია, სულისკვეთება სრულ თანხვედრაშია ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა ქვეყანამ ევროკავშირში გაწვრიანებასთან დაკავშირებით," - განცხადა ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დიასპორა /