საზოგადოება
როგორ იზეიმა გურჯაანმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბავშვები სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით გურჯაანშიც გაახარეს.

გასართობი აქტივობები ახტალის პარკში დღეს 14:00 საათიდან დაიწყო.

პატარების განწყობაზე ანიმატორები და ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმების გმირები ზრუნავდნენ.

პარკში მოეწყო დრამ-შოუ, საცირკო წარმოდგენები, გასართობი შოუ, სახის მოხატვა და ბუშტების შოუ. თითოეულ ღონისძიებაში მონაწილეობას თავად პატარები იღებენ.

მათ ასევე მიეცათ საშუალება, რომ დღევანდელი განწყობა და ემოციები ნახატებზე აღებეჭდათ .

ბავშვებისთვის წარმოდგენა გამართა ჯგუფმა „გვირილა“. დღევანდელ დღეს კი კონცერტით დაასრულებს „ლეკო სტუდია“.


| Print |
FaceBook Twitter Google