საზოგადოება
თელავში 200-ზე მეტ ქუჩას დაამისამართებენ
ქალაქ თელავში ქუჩების დამისამართების, სტანდარტიზაციისა და საინფორმაციო დაფების განთავსების სამუშაოები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალი გადამისამართების მიხედვით დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის ძველი სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.

აგრრთვე, დაგეგმილია თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,len & kompani,, ასრულებს.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით.


| Print |
FaceBook Twitter Google