საზოგადოება
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ
დღეიდან, 15 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზოდ გაემგზავრონ და ქვეყნის ტერიტორიაზე 90 დღე დაჰყონ.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

„დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.

განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google