საზოგადოება
წითელი ჯვრის აქცია სიღნაღში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქველმოქმედო აქცია გამართა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

წითელი ჯვრის საზოგადოების სიღნაღის ფილიალის თანამშრომლებმა უკრაინელებს მედიკამენტებთან ერთად, სასურსათო ამანათები გადასცეს.


ამანათები და მედიკამენტები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩვიდმეტმა უკრაინელმა მოქალაქემ მიიღო.






| Print |
FaceBook Twitter Google