საზოგადოება
„წითელი ჯვარი“ თელავსა და ლაგოდეხში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს დაეხმარა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გამართა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წითელი ჯვრის საზოგადოების თელავის ფილიალის თანამშრომლებმა უკრაინელი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და მედიკამენტებთან ერთად, სასურსათო ამანათები გადასცეს.

ამანათები და მედიკამენტები თელავის მუნიციპალიტეტში ხუთმა უკრაინელმა მოქალაქემ მიიღო.

ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სასურსათო პაკეტებთან ერთად, ჰიგიენური ამანათები გადასცეს ლაგოდეხში მცხოვრებ უკრაინელების ოთხ ოჯახს.

მანამდე საქართველოს წითელმა ჯვარმა მსგავსი საქველმოქმედო აქცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართა, რომლის ფარგლებშიც ამანათები და მედიკამენტები ჩვიდმეტმა უკრაინელმა მოქალაქემ მიიღო.


| Print |
FaceBook Twitter Google