საზოგადოება
25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა +31გრადუსიდან, +36-მდე იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, გრადუსიდან +31-მდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლოობში დღის საათებში +20,+25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.



| Print |
FaceBook Twitter Google