საზოგადოება
გურჯაანში მოქალაქეები უჩა ვალიშვილისთვის ერთიანდებიან
გურჯაანელებისთვის უკვე ცნობილია, რომ  მუნიციპალური კულტურის ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ „ხარება“-ს მომღერალი და სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობი უჩა ვალიშვილი ვერაგ დაავადებას ებრძვის. საქართველოში ჩატარებული რამდენიმე უშედეგო ოპერაციის შემდეგ, ის დაახლოებით ორი თვის უკან, თურქეთში გადაიყვანეს, სადაც შესაბამის მკურნალობას გადის.
ყველა ეს პროცედურა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ოჯახს დახმარება სჭირდება..

სწორედ ამიტომ, გურჯაანის ორგანიზაციები და კერძო პირები 22 ივლისს უჩასთვის ერთიანდებიან.

ლაზეროთერაპევტი ეკა ბერიძიშვილი 22 ივლისს შემოსულ თანხას სრულად გადასცემს უჩას.
• მაღაზია „მობი მოლში“ შეძენილი აქსესუარებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება უჩას ანგარიშზე.
• სილამაზის სალონი „ესთეტიკა“ პარასკევს იმუშავებს უჩასთვის.
• შპს ,,ულტრაბგერა+" პარასკევს, 22 ივლისს, 10-დან 3 საათამდე იმუშავებს უჩა ვალიშვილის დასახმარებლად.
ნათია მღებრიშვილი რომელიოც ამზადებს ხელნაკეთ საპნებს შემოსულ თანხას უჩას გადასცემს.
•22-23 ივლისს მიბრძანდით "კომპასში" მიიღეთ მათგან ნებისმიერი კომპიუტერული მომსახურება და სერვისი, თქვენს მიერ დახარჯული თითოეული ლარი ( 2 დღის განმავლობაში მოგროვილი თანხა) სრულად გადაირიცხება უჩას ანგარიშზე.
• მოქალაქეებმა ასევე წამოწყეს კამპანია „გაყიდე და დაეხმარე“. გურჯაანელები ნივთებს უჩა ვალიშვილის გადასარჩენად ყიდიან.

გარდა ამისა, დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშებზე

თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE10TB7701536010300014

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE40BG0000000100947020

მიმღები:
უჩა ვალიშვილი
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან პირადი ნომრით
პ/ნ: #13001013962

მიმღები:
უჩა ვალიშვილი

საზღვარგარეთიდან ჩარიცხვის მსურველებმა ისარგებლეთ ლინკით


| Print |
FaceBook Twitter Google