საზოგადოება
საგარეჯოში ტურისტულად მნიშვნელოვან რამდენიმე ლოკაციაზე დასუფთავების აქცია გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ საგარეჯოში, ტურისტულად მნიშვნელოვან რამდენიმე ლოკაციაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

მათი თქმით, აქცია მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ინიციატივით მოეწყო.

„აქციაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ემზარ კუჭუაშვილმა და გიორგი ლალიაშვილმა მერიის თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. აუცილებელია რეკრეაციული სივრცეების სისუფთავის დაცვა და მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად ჩართვა. დასუფთავების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა.“ - აღნიშნავენ მერიაში.

მათივე განმარტებით, საგარეჯოს მსგავსად დასუფთავების მასშტაბური აქციები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მუდმივ რეჟიმში იმართება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კახეთმა წელს უკვე ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა კონკურსში - "სუფთა რეგიონი". 





| Print |
FaceBook Twitter Google