საზოგადოება
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა
დღეს კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე აიპიების თანამშრომლები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია 15 თემში გაიმართა.

„აქციაში საჯარო სექტორის თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპ-ების, საბავშვო ბაღების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩართული.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავება 48 ლოკაციაზე განხორციელდა: ადმინისტრაციული ერთეულების შენობების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოს, სასაზღვრო ზონის, ბაზრობის, რანის მოედანისა და ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 99800 კვ.მ ფართობი დასუფთავდა, სადაც 70 მ/3 ნარჩენი შეგროვდა. დასუფთავების კამპანიაში, 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.“

დღესვე დასუფთავების აქცია მოეწყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. აქცია დაანონსებული იყო თელავშიც.


შეგახსენებთ, რომ წელს კახეთის კახეთის რეგიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა კონკურს "სუფთა რეგიონი-ს გამარჯვებული, ლაგოდეხმა კი სუფთა ქალაქის სტატუსი მოიპოვა. 







| Print |
FaceBook Twitter Google