საზოგადოება
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა გაძვირდა
25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებლებზე ტარიფები გაძვირდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზა ინფორმაციაში განმარტავენ, რომ ტარიფების ზრდა დაკავშირებულია მნიშვნელოვნად გაზრდილ ხარჯებთან, მათ შორის, ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალებისა და სხვა.

მათივე განცხადებით, წლების განმავლობაში ტარიფებში ცვლილება არ განხორციელებულა და კომპანია თავად ახდენდა სამგზავრო გადაყვანის სუბსიდირებას.

„ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეორე კლასის ბილეთი - 34 ლარი (25 ლარის ნაცვლად)
პირველი კლასის ბილეთი - 74 ლარი (61 ლარის ნაცვლად)
ბიზნეს კლასის ბილეთი - 124 ლარი (100 ლარის ნაცვლად)

რაც შეეხება თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულებას, ტარიფები უცვლელი რჩება.

ასევე ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ბილეთებზე. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.
| Print |
FaceBook Twitter Google